საქართველოს მოქალაქეების პირადი ინფორმაცია რუსული სპეცსამსახურების ხელში - "ოცნება" საფრთხეს ვერ ხედავს

09.08.23 20:32
საქართველოს მოქალაქეების პირადი ინფორმაცია რუსული სპეცსამსახურების ხელში - "ოცნება" საფრთხეს ვერ ხედავს

 

 

საქართველოს მოქალაქეების შესახებ პირადი ინფორმაცია რუსული სპეცსამსახურების ხელში. ოცნება საფრთხეს ვერ ხედავს. არადა კრემლისგან დამოუკიდებელი რუსული მედია, მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს,რომ იანდექსი  ეფ ეს ბესთან თანამშრომლობას  ოფიციალურად იწყებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოქალაქე,რომელიც  ამ ტაქსებით სარგებლობს, ან შესაბამისი აპლიკაცია ტელეფონში აქვს გადმოწერილი, გაშიფრული იქნება რუსული სპეცსამსახურების მიერ.

ყველა მონაცემი - ფოტოები,  საბანკო ანგარიშები, ელქტრონული ფოსტები და გადაადგილების მარშრუტები- ამიერიდან ეფესბეში დაარქივდება. იანდექსს საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რადგან კომპანიის მომსახურება სხვა ტაქსებთან შედარებით  დაბალი ფასი ღირს. შესაბამისად რუსული ეფესბეს ხელში ათი ათასობით საქართველოს მოქალაქის  ინფორმაცია მოხვდება, თუ საქართველოს მთავრობამ არ აკრძალა ამ კომპანიის საქმიანობა.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები