შოვის კატასტროფა - დამოუკიდებელი ექსპერტები საექსპერტო ჯგუფიდან ჩახსნეს

09.08.23 20:46
შოვის კატასტროფა - დამოუკიდებელი ექსპერტები საექსპერტო ჯგუფიდან ჩახსნეს

გარემოს ეროვნულ სააგენტოში დღეს გეოლოგებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შოვში მომხდარი ტრაგედიის საკითხს ეხებოდა.

სპეციალურ ჯგუფში სამუშაოდ თავდაპირველად დამოუკიდებელი ექსპერტები  მიიწვიეს, თუმცა ბოლო წამს სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ჯგუფის მუშაობიდან ჩახსნილები იყვნენ. 

დაურეკეს ჩემსმოადგილეს, ლაშა სუხიშვილს და უთხრეს, ვინ მიიღებდა მონაწილეობას. ჩვენ წარვადგინეთ 3 კანდიდატურა, მაგრამ შემდეგ ჩვენთვის აღარავის აღარ დაურეკავს. ანუ საექსპერტთა ჯგუფში არ ვყოფილვართ და ვინ იყო საინტერესოა. განაცხადეს, რომ საპირისპირო აზრის ექსპერტებიც ყოფილან, მომხრეებიც, არ ვიცი და ამიტომ საინტერესოა, იმიტომ, რომ საპირისპირო აზრი რას ნიშნავს, არ ვიცით. ჭეშმარიტება ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით ერთია. არ ვიცი ალბათ ეს ყველაფერი უკავშირდება პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, რომ მე არაკომპეტენტური ვარ. გაკვირვებული ვარ, რომ თურმე საექსპერტო ჯგუფი შედგა, ჩემთვის ეს გულდასაწყვეტია". - ამბობს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე. 

მსგავსი სიახლეები