კობა ნაყოფია პროკურატურაში დაიბარეს

10.03.21 12:01
კობა ნაყოფია პროკურატურაში დაიბარეს

კობა ნაყოფია პროკურატურაში დაიბარეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი უწყებაში ოპოზიციური პარტიის ოფისიდან ამოღებული სერვერების საქმეზე დაიბარეს. ნაყოფია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად  მივიდა. 

ოფისის ე.წ. აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იქნა მოპარული სერვერები  და ვიდეოჩაწერების ბლოკი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე. ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან, გვთხოვეს, რომ უნდათ ჩვენთან გასაუბრება დამატებითი ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ჩვენ მზად ვართ ყველანაირი დამატებით ინფორმაცია მივაწოდოთ. მოლოდინი არ მაქვს. ამას ისევე ჩაფარცხავენ, როგორც ბევრ სხვა საქმეს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს, - ამბობს ნაყოფია.

გამოძიების დაწყების იმედი არც ნაყოფიას ადვოკატს აქვს. ბექა ბასილაია ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ფატზე საუბრობს. უფლებამდაცველი დარწმუნებულია, რომ უწყებაში ისინი საერთაშორისო პარტნიორების თვალის ასახვევად დაიბარეს.

პოლიციის მხრიდან არავითარ ამოღებას ადგილი არ ჰქონია. ეს იყო გატაცება, ეს იყო კრიმინალური ქმედება. არანაირი სამართლებრივი საფუძველი მათ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან გაეტაცებინათ სერვერები დასხვა და სხვა ნივთები არ გააჩნდათ ეს არის პარტიულ საქმიანობაშ პირდაპირი, უხეში ჩარევა. შესაბამისად, პროკუატურა იყო ვალდებული უკვე ყოფილიყო გამოძიება დაწყებული. ეს გასაუბრება, ეს არის ალბათ სახის შენარჩუნება საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ თითქოს რეაგირება მოახდინეს, მაგრამ ეს არის სამართლებრივი ბლეფი, - ამბოს ბასილაია.

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისიდან ტექნიკური მოწყობილობები ნიკა მელიას დაკავების დროს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ამოიღეს.სერვერებზე პარტიის წევრების მტკიცებით სხვადსხვა ინფორმაცია, მათ შორის, მხარდამჭერების პერსონალური ინფორმაცია ინახებოდა. ოპოზიციური პარტია რამდენიმე კვირაა ტექნიკის უკან დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვს.

მსგავსი სიახლეები