პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა - მალხაზ თორია

31.05.21 13:05
პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა - მალხაზ თორია

სამეგრელო-ზემო სვანეთის გადამდგარი  გუბერნატორი, მალხაზ თორია, ტვ პირველთან ამბობს, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თორია არ აკონკრეტებს, უერთდება თუ არა გიორგი გახარიას გუნდს. 

პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე დღეს დილით დაკავებული თანამდებობა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ" - თქვა თორიამ ტვ პირველთან. 

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო  სვანეთის გუბერნატორმა, მალხაზ თორიამ, თანამდებობა დღეს დატოვა.