ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ ევროპის გაფართოების საბოლოო ანგარიშზე მზადება დაიწყო - "ოცნებას" ვადა ოქტომბრამდე აქვს
დროის ათვლა დაწყებულია. ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ ევროპის გაფართოების საბოლოო ანგარიშზე მზადება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ევროპელი პოლიტიკოსების მთელი ყურადღება ახლა საქართველოს მიმართაცაა. ოცნებას კი ვადა ოქტომბრამდე აქვს. ევროპაში უკვე ღიად საუბრობენ, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ეს არ იქნება ხელისუფლების დამსახურება და არც პირობები გაქრება სადმე. იქნება სტატუსი დამატებითი დათქმებით- ასეთია წინასწარი განწყობები.
თუმცა, ევროპაში სკეპტიკოსებიც არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოვლენები ამ სცენარის მიხედვით არ განხორციელდება. ასეთ ადამიანებს კი ოცნება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პარტნიორებად მოიხსენიებს და მათ პროგნოზებს სერიოზულად არ აფასებს. დარჩენილ თვეებს ოცნება სავარაუდოდ პირობების შესრულებისთვის არ გამოიყენებს. ისევ იმეორებენ, რომ ამ დრომდე ვერ გაიგეს, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და რა საჭიროა სასამართლო რეფორმა რომელიც უკვე გატარდა.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.