"რუსული კანონი 2" - ახალი შტურმი ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ დღეს როსტომ მეფის სასახლიდან დაანონსდა
რეპრესიული რუსული კანონი ორი! ახალი შტურმი ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ დღეს როსტომ მეფის სასახლიდან დაანონსდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ მძიმე დღეებში მოიცალა, საგანგებოდ სწორედ პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა რომ მედია, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი გაეკრიტიკებინა. რაც პაპუაშვილმა ბოლომდე არ თქვა, მოგვიანებით მისმა თანაგუნდელებმა გაამხილეს.
ოცნებაში უკვე აღარ მალავენ,რომ მალე პარლამენტში შესაძლოა, ახალი რეპრესიული კანონპროექტი დარეგისტრირდეს ცილისწამების წინააღმდეგ. ხელისუფლების ჩანაფიქრის შესახებ სავარაუდოდ უკვე იციან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც. ამიტომ პრევენციის მექანიზმი ჩართეს და საჭიროდ ჩათვალეს დაგვიანებით, მაგრამ მაინც, ერთი რუსული კანონის მიღების მცდელობის გამო ოცნება კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეტარებინათ და მმართველი პარტია ტყუილში ემხილებინათ.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.