ენმ პარლამენტში პრივილეგიებისთვის და თანამდებობესითვის არ შედის – დეკანოიძე

31.05.21 13:15
ენმ პარლამენტში პრივილეგიებისთვის და თანამდებობესითვის არ შედის – დეკანოიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ უპასუხეს. ოპოზიციური პარტიის წევრის, ხატია დეკანოიძის, თქმით, ირაკლი კობახიძის სიტყვებში ენმ-ს პარლამენტში  შესვლასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის შიში იკითხებოდა. 

დეკანოიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ საკანონდმებლო ორგანოში პრივილეგიებისთვის და საკუთარი კომფორტისთვის არ შედის. 

ჩანდა ეს ბატონი კობახიძის სიტყვებში, შიში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდოდა „ქართულ ოცნებას“  და იმ რეჟიმის წარმომადგენელს, რომელიც არის თვითონ კობახიძე. ყველას მინდა ვუთხრა და განსაკუთრებით მას, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ყველა წარმოდგენელს და მსახურს, ვინც ახლა არის პარლამენტში, ან ხელისუფლებაში; „ნაციონალური მოძრაობა“ არ შედის პარლამენტში იმიტომ, რომ მას რაიმე სახის პრივილეგიები, ან თანამდებობები სჭირდება. თანამდებობებისთვის, პრივილეგიებისთვის, კორუფციისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის, საკუთარი ჯიბისთვის მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ პარლამენტშიც, ხელისუფლებაშიც, ყველა სამინისტროშიც, - ამბობს დეკანოიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მისელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს.