თანდილაშვილს ტერმინებიც არ ესმის, რა ილაპარაკა, წარმოდგენა არ აქვს ამ საკითხებზე - გოდოლაძე

10.08.23 11:38
თანდილაშვილს ტერმინებიც არ ესმის, რა ილაპარაკა, წარმოდგენა არ აქვს ამ საკითხებზე - გოდოლაძე

„ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ ექსპერტებსა და მეცნიერებს ბლოკავს. 

ყველა სეისმოლოგი და გარემოს დამცველი, ვინც შოვის ტრაგედიის პრევენციის შესაძლებლობაზე ღიად ლაპარაკობს, სპეციალურ ჯგუფში სამუშაოდ ჯერ მიიწვიეს, შემდეგ კი ჩახსნეს.

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს რომ მის მიერ გაჟღერებული განცხადებების გამო დაბლოკეს.

მისი თქმით, გუშინ გარემოს ეროვნულ საგენტოში გამართულ ბრიფინგზე, რაც ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა, დამაზიანებელია თავად სააგენტოებისთვის და სააგენტოს გეოლოგებისთვის.

გოდოლაძე პირდაპირ ამბობს, რომ თანდილაშვილი კომპეტენტური არ არის აღნიშნულ საკითხში და ტერმინებიც არ ესმის, რა ილაპარაკა. 

შეკრება უნდა ყოფილიყო და მე უარი ნამდვილად არ განმიცხადებია, შემდეგ აღარც დაგვიკავშირდნენ და გაიმართა ეს შეკრება, ეს კომისია. შემადგენლობას რომ ვუყურე არ გამიკვირდა იმ განცხადებების შემდეგ, რაც ჩემს წინააღმდეგ წამოვიდა. არასდროს არ მითქვამს უარი თანამშრომლობაზე, მით უმეტეს, როცა ეს უსაფრთხოების საკითხებს ეხება. ქალბატონმა ნინომ რაც ისაუბრა გუშინ, არის დამაზიანებელი თავად სააგენტოებისთვის და სააგენტოს გეოლოგებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც იმ საექსპერტო ჯგუფში იყო. ნინო თანდილაშვილი, მესმის, რომ არის იურისტი და წარმოდგენა არ აქვს ამ საკითხებზე. ტერმინებიც არ ესმის, რა ილაპარაკა. წარმოუდგენელ სცენარს ყვებიან, რომელიც ფიზიკურ მოდელში არ ჯდება." - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

გუშინ გარემოს ეროვნულ სააგენტოშ გამართულ ბრიფინგზე ნინო თანდილაშვილი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მასშტაბური სტიქია, რვა წუთში, ყველანაირი წინაპირობის გარეშე განვითარდა, სტიქიამდე სამი საათით ადრე კი, ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. 

მსგავსი სიახლეები