2023 წლის პირველ ნახევარში, ბიუჯეტიდან შტატგარეშეებზე 236 მლნ ლარი დაიხარჯა - TI
2023 წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულებზე (შტატგარეშეებზე) 236 მლნ ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს.
ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს 21%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 195 მლნ ლარი იყო.
"ბოლო 10 წელში, შტატგარეშეებზე გაწეული ხარჯი 7-ჯერ გაიზარდა.
საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მიღებისთვის კონკურსის გამოცხადება აუცილებელი არ არის, რაც ნეპოტიზმის რისკებს ზრდის", - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა".