გახარიასგან უხერხულია კორუფციაზე და ნეპოტიზმზე საუბარი - გიორგი ბოტკოველი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი, ამბობს, რომ გიორგი გახარიას განცხადებები ნეპოტიზმისა და კორუფციის შესახებ არადამაჯერებელია, როცა ამ საკითხებთან დაკავშირებით მისი პოზიცია ცნობილია. ბოტკოველი მიიჩნევს, რომ გახარია სინამდვილეში ოპოზიცია არ არის.
გიორგი გახარიასგან უხერხულია კორუფციაზე და ნეპოტიზმზე საუბარი, რომელიც ქართულ-ჯიგრულ ამბად თვლიდა, იმას რომ ვიღაცამ ფული მოიპარა და ვიღაცამ ბიუჯეტის ფული შეჭამა. ჩვენ ვხედავთ ვითომ ოპოზიციონერს, რომელიც მოსულია გასამარჯვებლად, მაგრამ არავისთან ბრძოლას არ აპირებს", - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ საკუთარრი პარტიის "საქართველოსთვის" პრეზენტაცია განაცხადა, რომ მისთვის მთავარი საკითხი კორუფციასა და ნეპოტიზმთან ბრძოლა იქნება.