ეკიპირების დეფიციტი - მაშველებს შიშველი ხელების იმედად უწევთ მუშაობა
შიშველი ხელების იმედზე დატოვებული მაშველები - ადამიანებისთვის, რომლებსაც 24 საათიის განმავლობაში სტიქიის ეპიცენტრში და უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა, სახელმწიფომ ფორმებიც ვერ იყიდა.
სამაშველო სამსახურში ეკიპრების დეფიციტია. "პირველების" ხელშია ოფიალური დოკუმენტები, სადაც "შინაგან საქმეთა სამინისტრო" თავად წერს, რომ მეხანძრე მაშველებს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შოვში დაუზიანდათ, ამიტომ, ახლა სასწრაფოდ ახლი ფორმები სჭირდებათ.
არც ფეხსაცმლის, არც რეზინის ჩექმის და არც ყოველდღიური ფორმის მარაგები - გაირკვა, რომ ამ ადამიანებისთვის უწყებას არ აქვს. ამიტომ, ამ ყველაფრის შესყიდვას ისინი ახლა იწყებენ.
შესყიდვა თარიღდება 7 აგვისტოთი, ანუ, ეს არის, როცა უკვე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და ამ ადამიანებს, ამ მაშველებს, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან სამაშველო პროცესში, არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, რაც დასტურდება მათივე პატაკებით. წარმოიდგინეთ, მღებრიშვილმა, მათმა ხელმძღვანელმა ვერ უზრუნველყო ის, რომ უწყვეტი მომარაგების ჯაჭვი ყოფილიყო. ჩავთვალოთ, რომ დღეს მაშველები მუშაობენ დახეული რეზინის ჩექმებით, იმიტომ, რომ ახლის ყიდვა ჯერ არ მომხდარა" - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესო დონაძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.