რა რეაგირებაზე ვილაპარაკოთ, როცა 24 საათი პრემიერი ვერ ჩავიდა ამხელა კატასტროფის ადგილას - ვაშაძე

10.08.23 12:10
რა რეაგირებაზე  ვილაპარაკოთ, როცა 24 საათი პრემიერი ვერ ჩავიდა ამხელა კატასტროფის ადგილას - ვაშაძე

შეძლებს თუ არა რაჭაში მოხმდარი ტრაგედიის გამოძიებას პარალამენტი? -"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ შოვშის კატასტროფასთან დაკავშიებით ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი.

ვაშაძის თქმით, შოვის ტრაგედია იმ უმძიმეს ვითარებას აჩვენებს, რაც ქვეყანაშია.

ოპოზიციონერი მთავრობის მხრიდან რეაგირების დაგვიანებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პრემიერი ღარიბაშვილი მხოლოდ 24 საათის შემდეგ ჩავიდა კატასტროფის ადგილას.

დაიწყეს რატომ სვამთ კითხვებსო. მოიცა, კითხვა არ უნდა დაისვას , როცა პრემიერ-მინისტრამ გასცა პირობა, რომ იქნება სამაშველო ვერტმფრენი და არ არის, დაპირება გაიცა, რომ იქნება ადრეული შეტყობინების სისტემა და არ არის. შეხედეთ უბრალოდ აღჭურვილობას, ნაფოტებზე უნდა დადიოდეს მაშველი?

ზოგადად, შოვის ტრაგედია აჩვენებს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც ქვეყანაშია. ჩალპა ჩამყაყებული, თავიდან ბოლომდე კორუმპირებული სისტემა, რომელიც არც ადრეული რეაგირება კი არა, შემდგომ რეაგირებაზე რა ვილაპარაკოთ, 24 საათი პრემიერ-მინისტრი ვერ ჩავიდა ადგილზე, სადაც ამხელა კატასტროფა მოხდა."- განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

საგამოძიებო კომიის შექმნას საკანონმდებლო ორგანოში "ნაცმოძრაობა" ითხოვს.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ხმების მობილიზებას იწყებს - ინიციატივას პრაქტკულად მთელი ოპოზიციის მხადაჭერა აქვს. 

კომისიის შექმნის იდეას "ქართული ოცნება" არ ემხრობა - ინიციატივა ხელისუფლებამ ტრაგედიით მანიპულირებად უკვე შეაფასა.

 

მსგავსი სიახლეები