შოვში ერთმა სპეცოპერაციამ მთლიანად ამოწურა მაშველების ეკიპირების მარაგები? ამის არავის სჯერა - დათუნაშვილი
"ლელოს" წვევრი თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ არავის სჯერა, თითქოს შოვში ერთმა სპეცოპერაციამ მთლიანად ამოწურა მაშველების ეკიპირების მარაგები.
დათუნაშვილის თქმით, ეკიპირების შესყიდვა ამტკიცებს, რომ "ოცნება" ყოველთვის ყველაფერს საზღვრავს იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რა საჭიროებებიც მის მაღალჩინოსნებს აქვთ.
შოვში ერთმა სპეცოპერაციამ მთლიანად ამოწურა საქართველოს სამაშველო სამსახურის ეკიპირების მარაგები. ამის არავის სჯერა, ოროსანი ბავშვებივით ცდილობენ დაეწიონ საშინაო დავალების შესრულებას და ცდილობენ დააწიონ სახელმწიფო ბიუჯეტით ეს სერვისები. ეს ეკიპირების შესყიდვაც ამტკიცებს ერთ რამეს, რომ "ქართული ოცნება" ყოველთვის ყველაფერს საზღვრავს იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რა საჭიროებებიც მის მაღალჩინოსნებს აქვთ ხოლმე. მაგალითად შსს-ს არ დავიწყებია, რომ წელს განეახლებინა დეპარტამენტის ხელმძღვანელების და სამსახურის უფროსების ავტო პარკი და ახალი მანქანები შეეძინათ მათთვის, მაგრამ კიდევ არ გაახსენდათ, რომ ვერტმფრენი, ეკიპირებული მაშველები და მეხანძრეეები არ გვყავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პუტინის რუსეთს ემსახურება "ქართული ოცნება" - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
შიშველი ხელების იმედზე დატოვებული მაშველები - ადამიანებისთვის, რომლებსაც 24 საათიის განმავლობაში სტიქიის ეპიცენტრში და უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა, სახელმწიფომ ფორმებიც ვერ იყიდა.
სამაშველო სამსახურში ეკიპრების დეფიციტია. "პირველების" ხელშია ოფიალური დოკუმენტები, სადაც "შინაგან საქმეთა სამინისტრო" თავად წერს, რომ მეხანძრე მაშველებს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შოვში დაუზიანდათ, ამიტომ, ახლა სასწრაფოდ ახლი ფორმები სჭირდებათ.
არც ფეხსაცმლის, არც რეზინის ჩექმის და არც ყოველდღიური ფორმის მარაგები - გაირკვა, რომ ამ ადამიანებისთვის უწყებას არ აქვს. ამიტომ, ამ ყველაფრის შესყიდვას ისინი ახლა იწყებენ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.