მღებრიშვილი ამტკიცებს, რომ მაშველებს სტიქიის ზონაში ეკიპირების დეფიციტი არ აქვთ

10.08.23 14:01
მღებრიშვილი ამტკიცებს, რომ მაშველებს სტიქიის ზონაში ეკიპირების დეფიციტი არ აქვთ

ის, რომ მაშველებს ბოტები და ტანისამოსი არ აქვთ, ეს არასერიოზული მიდგომაა - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მღებრიშვილის თქმით, საწყობებში არსებობს მარაგები და ეკიპირების დეფიციტი არ დგას.

რაც ჩვენ ახლა ონში ვიმყოფებით, ეს 400 მეხანძრე-მაშველით, უკვე 2-ჯერ შევცვალეთ ტანისამოსი წინასწარ რაღაც დასკვნების გამოტანა, რომ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები დახეული ბოტებით დადიან და არა აქვთ,  რატომ უნდა ჩათვალოს ადამიანმა, რომ არ გვაქვს იმიტომ, რომ დამატებით რეზერვების შევსებას ვიწყებთ? ეს ხომ არასერიზოული მიდგომაა. ჩვენ გვაქვს საკმარისი გონივრული მარაგები საწყობებში, ეს ეხება როგორც ტანისამოსს, ბოტებს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედებ ფორმას, სპეციალურ არჭურვილობას და ა.შ. დაწყებული ასე ვთქვათ, მცირე ხელსაწყოთი, დამთავრებული მძიმე სპეციალური აღჭურვილობით, რომელიც გაგვაჩნია საკმარისი რაოდენობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია მარაგებში, როგორც კი დგება დღის წესრიგში ამ სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, პარალელურ რეჯიმში ვიწყებთ გადაუდებელი შესყიდვის მობილიზებას, რათა ის აუცილებელი მარაგების დონე არ ჩამოვიდეს ქვემოთ".- ამბობს მღებრიშვილი.

შიშველი ხელების იმედზე დატოვებული მაშველები - ადამიანებისთვის, რომლებსაც 24 საათიის განმავლობაში სტიქიის ეპიცენტრში და უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა, სახელმწიფომ ფორმებიც  ვერ იყიდა.

სამაშველო სამსახურში ეკიპრების დეფიციტია. "პირველების" ხელშია ოფიალური დოკუმენტები, სადაც "შინაგან საქმეთა სამინისტრო" თავად წერს, რომ მეხანძრე მაშველებს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შოვში დაუზიანდათ,  ამიტომ, ახლა სასწრაფოდ ახლი ფორმები სჭირდებათ.

 

მსგავსი სიახლეები