რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება, რატომ არ გავრისკეთ და შევუშვით ღამით ვერტმფრენი? - მღებრიშვილის პასუხი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ ტრაგედიის პირველივე წუთებიდან არაფერი დაუკლიათ.
რაც შეეხება კითხვას, რატომ არ მოითხოვეს დახმარება, მღებრიშვილი ამბობს, რომ ტრაგედიის ადგილას იმაზე მეტი რესურსი იყო მობილიზებული და მობილიზებულია დღემდე, ვიდრე გონივრული შეიძლება იყოს.
ის, რომ რაღაცა დავაკელით, არაფერი არ დაგვიკლია. ბრძანეთ თქვენ, რომ რატო არ მოვითხოვეთ დახმარება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის რესურსი, ადამიანური, ცოცხალი ძალის, სპეც აღჭურვილობის, სპეც ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, აბსოლუტურად იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული ვიდრე შეიძლება იყოს გონივრული. ღამე მანდ, რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, პირველ რიგში, არ იყო არაფერი აუცილებლობა მაგის და რომც ყოფილიყო აუცილებლობა იყო მაღალი რისკი, თუმცაღა საჭიროების შემთხვევაში მაინც ,ალბათ, გავრისკავდით და ვიმოქმედებდით და რატომ არ გავრისკეთ, რატო არ იყო საჭირო? გვქონდა ჩვენ ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი, არ არსებობდა გარისკვის არც ერთი თუნდაც მცირე შანსი, რომელიც ჩვენ არ გამოგვიყენებია. ის ვერტმფრენები, რომლებიც ჩართულები არიან, პირველი არ არის, რომელიც გამოგვიყენებია, სამაშველო ღონისძიებები და დღემდე ვიყენებთ და ხვალაც გამოვიყენებთ". - ამბობს მღებრიშვილი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.