შოვში რამე პროცესები შეჩერდა იმის გამო, რომ მაშველს ეკიპირების ტანსაცმელი არ ჰქონდა? - მაჭარაშვილი
შოვში რამე პროცესები შეჩერდა იმის გამო, რომ მაშველს ეკიპირების ტანსაცმელი არ ჰქონდა? - ჟურნალისტების კითხვას კითვით პასუხობს "ხალხის" ძალის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილის თქმით, 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ეკიპირება რომ ჰქონდეს საგამგებოს, მერე კითხვა დაისმებოდა, რაში სჭირდება სამაშველო სამსახურს ორჯერ მეტი ეკიპირება, ვიდრე დღეს აქვს.
რამე შეჩერდა იქ პროცესები, იმის გამო, რომ იქ ეკიპირების ტანსაცმელი არ ჰქონდა ან მაშველს ან სამხედროს, რამე ამით იქ დაზიანდა? ზრუნავს ქვეყანა და სახელმწიფო იმაზე, რომ იქ დაზიანდა რაღაცა ფეხსაცმელი და ტანსაცმელი და ამას ყიდულობს უწყება და ახლა თან საყვედურობთ რატომ ყიდულობთო, რატო აქამდე არ შეიძინაო.
ეს არ არის ჩვეულებრივი წყალდიდობა, რომ მხოლოდ წყალში შედიხარ ან რაიმეს გადაადგილება, ეს არის უზარმაზარი მასა, რაღაც ტალახის, სადაც რთულია მუშაობა და ახლა თქვენ კითხვას სვამთ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რატომ გაფუჭდა ეს აღჭურვილობა და რატომ იძენენ. მარაგებში, რა თქმა უნდა, იქნებოდა, მაგრამ მარაგებში რომ ყოფილიყო 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი, ამას ელიავაზე ხომ არ ყიდულობენ, აქ არის ტენდერი გამოცხადებული, მერე თქვენ დასვამდით კითხვას, რაში სჭირდება სამაშველო სამსახურს ორჯერ მეტი ეკიპირება, ვიდრე დღეს აქვთ".- ამბობს მაჭარაშვილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამტკიცებს, რომ მაშველებს სტიქიის ზონაში ეკიპირების დეფიციტი არ აქვთ.
შიშველი ხელების იმედზე დატოვებული მაშველები - ადამიანებისთვის, რომლებსაც 24 საათიის განმავლობაში სტიქიის ეპიცენტრში და უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა, სახელმწიფომ ფორმებიც ვერ იყიდა.
სამაშველო სამსახურში ეკიპრების დეფიციტია. "პირველების" ხელშია ოფიალური დოკუმენტები, სადაც "შინაგან საქმეთა სამინისტრო" თავად წერს, რომ მეხანძრე მაშველებს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შოვში დაუზიანდათ, ამიტომ, ახლა სასწრაფოდ ახლი ფორმები სჭირდებათ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.