დეპუტატი მწერალთა სახლში - წულუკიანს რეპრესიების მცდელობაში მწერლებიც ადანაშაულებენ

10.08.23 14:28
დეპუტატი მწერალთა სახლში - წულუკიანს რეპრესიების მცდელობაში მწერლებიც ადანაშაულებენ

მწერალთა სახლზე წულუკიანმა სრული კონტროლი დაამყარა - ასე აფასებს მწერლების ნაწილი თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქეთი დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორი ხდება. 

 მწერელები ამბობს, რომ "ოცნების" დეპუტატის დანიშვნა პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად მწერალთა სახლში ცენზურის დაწესებას ისახავს. 

კულტურის მინისტრს დიდი ხანია ომი აქვს გამოცხადებული არამარტო მწერლებისთვის... ხომ ვნახეთ რომ კინოს სფეროს გამოუცხადა ომი,  იმაში კი არ არის საქმე, რომ რეპრესიების დაწყებას მოველით ამ კანდიდატურისგან, თავისთავად ეს უკვე რეპრესიული ნაბიჯია. მე ესე მგონია, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ამ პოზიციის არჩევითობა აუცილებლად და უნდა ჩამოყალიბდეს რაღაც კრიტერიუმები"-  ამბობს ქეთი ქაჯაია. 

ტორესა მოსის განცხადებით, გადაწყვეტილებების დახურულ კარს მიღმა მიღება მიუღებელია. ვახტანგ მოსიაშვილის თქმით,  ადამიანების დანიშვნა პოლიტიკური კონიუნქტურით წმინდად საბჭოთა ტოტალიტარულ ტრადიციის გაგრძელებაა. 

 გადაწყვეტილებების მიღება დახურულ კადრს მიღმა.  პოლიტიკური კონიუნქტურით, პოლიტიკური ნიშნით, წარმოადგეს წმინდად  საბჭოთა ტოტალიტარულ ტრადიციას რაც არის კატეგორიულად მიუღებელი ქართული ლიტერატურისთვის და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. ჩვენთვის არის ძალიან  ცალსახა ის რომ მინისტრს არ შეუძლია ამ სფეროსთან შეხვედრა ის ვერ ბედავს უბრალოდ რომ შეხვდეს ადამიანებს ვისი მართვის ამბიციაც აქვს. შესაბამისად ჩვენი პოზიცია არის კატეგორიულად მიუღებლობა"- ამბობს მწერალი. 
 

მსგავსი სიახლეები