შტატებმა BELAVIA დაასანქცირა - რას იზამს "ოცნება"
აეკრძალება თუ არა კომპანია BELAVIA-ს საქართველოში ფრენები?! - ბელორუსულ კომპანიას შეზღუდვები შტატებმა დაუწესა. ხუთ სანქცირებულ კომპანიას შორის მოხვდა ის თვითმფრინავიც, რომლითაც ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო და მისი ოჯახის წევრები დაფრინავენ.
სანქცირებული აეროფლოტი საქართველოში ვერ დაფრინავს ამიტომახლა მთავარი კითხვაა, შეუერთდება თუ არა საქართველო ამ სანქციას და შეზღუდვას თუ არა ბელორუსის ავიახაზებს ფრენას თბილისში.
პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის საწინაარმეგოდ ეფექტიანი სისტემაა აწყობილი და ეს საქართველოში ჩამისულმა კორდინატორების ჯგუფმაც დაადასტურა.
მიხეილ სარჯველაძეს რაც შეეხება, "ქართული ოცნების" დეპუტატმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინისგან მეტი კონკრეტიკა მოითხოვა.
შინაარსი თუ არის, რომ მაგალითად A პუნქტიდან B პუნქტში არ გადაადგილდეს პირობითად ვამბობ, ეს არის ერთი შეზღუდვა, თუმცა ეს შეიძლება არ ნიშნავდეს C პუნქტში გადაადგილების შესაძლებლობას. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ არც B პუნქტში და არც C პუნქტში არ შეიძლება გადაადგილება. აი ეს შინაარსი რომ გვეცოდინება, ამის შემდეგ შეგვეძლება საუბარი უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, როგორი იქნება საქართველოს რეაქცია - თქვა მან.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.