მარაზმატიკული სიახლე მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში - ნათელაშვილი კობახიძის განცხადებაზე

31.05.21 13:25
მარაზმატიკული სიახლე მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში -  ნათელაშვილი კობახიძის განცხადებაზე

დისკრიმინაციული მიდგომა პარტიებთან მიმართებაში - ასე აფასებენ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას ოპოზიციაში. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ამბობს, რომ პარლამენტში ყველა დეპუტატი თანაბარუფლებიანია და შეზღუდვების გავრცელება მათზე, ვინც მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. 

„ზუბრიაჩკა“ ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არ არის ბიბლია, არ არის კონსტიტუცია და არ არის პარლამენტის რეგლამენტი. პარლამენტის ყველა დეპუტატს აქვს სრულიად თანაბარი უფლებები. შეზღუდვა და დისკრიმინაცია იმის მიხედვით, ვინ მოაწერა ხელი დეგნანის, თუ მიშელის, თუ პომპიდუს დოკუმენტს, არის არნახული დარღვევა. ეს იქნება სიახლე მარაზმატიკული მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში, რომლის ავტორი იქნება ბიძინა ივანიშვილი და მისი ბარტყები კობახიძის სახით, - ამბობს ნათელაშვილი. 
 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მშსელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს.