ტრაგედია რაჭაში - ხელისუფლებას გეოლოგები და მეცნიერები ტყუილში ამხელენ

10.08.23 15:44
ტრაგედია რაჭაში - ხელისუფლებას გეოლოგები და მეცნიერები ტყუილში ამხელენ

„ქართული ოცნების“ ვერსია რაჭაში მომხდარ  ტრაგედიაზე ტყუილია, - ხელისუფლებას სიცრუის ტირაჟირებაში გამოცდილი გეოლოგები და მეცნიერები ამხელენ. 

ადამიანები, ვინც რაჭაში მიმდინარე სეისმურ პროცესებს წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ, ამბობენ, რომ ასეთი დამანგრეველი სტიქია 8 წუთში ვერ განვითარდებოდა.  

სპეციალისტები სტიქიის წინაპირობად. სავარაუდოდ, ბუბას ხეობაში დიდი ხნით ადრე დაგუბებულ წყალს ასახელებენ. მეცნიერები და გეოლოგები იმ უკანონო ნებართვებზეც საუბრობენ, რომელიც პირდაპირ მდინარის ჭალაში იყო გაცემული და სადაც ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

იქ, რომ საშიში ვითარება არის, ამდენი ხანია ვიცი, ამ შემთხვევაში ეს ამდენი დაგროვილი მასალა ტალახად იქცა და ტალახი მოძრავია, მით უმეტეს ასეთ დაქანებაზე. როგორც კი კრიტიკულ პროცესს მიაღწია, დაიძრა და ჩამოიქცა და ჩამოვა აი აქ, შოვის კურორტში და რაშია მთელი პრობლემა, აქ ხალხი ჩაასახლეს," - განაცხადა გეოლოგმა შოთა ადამიამ.

თუ ღვარცოფმა გაიარა 8 კილომეტრი 8-10 წუთში, ადამიანიც თავისუფლად გაირბენდა 120-150 და 200 მეტრს არა თუ 8 წუთში, არამედ 2-3 წუთში, ამიტომ ეს გაფრთხილების სისტემა აუცილებელია. რა მოხდა 16 ივნისის ღამეს, როდესაც წვიმა იყო და ა.შ. ძალიან ბევრი ბუნდოვანი საკითხია, რომელზეც პასუხს გარემოს ეროვნული სააგენტო ჯეროვნად პასუხს არ სცემს და თავადვე ტოვებენ ადგილს სპეკულაციისათვის", - აცხადებს ნიკა წითელაშვილი. 

მსგავსი სიახლეები