ჭეშმარიტების გარკვევის სურვილი არ აქვთ - "ოცნება" "ლელოს" პასუხობს

10.08.23 15:48
ჭეშმარიტების გარკვევის სურვილი არ აქვთ - "ოცნება" "ლელოს" პასუხობს

ასეთი ინიციატივების ავტორებს უფრო მეტად აქვთ არა ჭეშმარიტების გარკვევის, არამედ ნამდვილი ამბის დამახინჯების სურვილი - "ოცნება" "ლელოს" პასუხობს, რომელმაც რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის სასწრაფოდ ჩარდება მოითხოვა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, არსებობს დამტკიცებული პროექტი, რომლის შესაბამისადაც მიმდინარეობს მუშაობა და ყველას შეუძლია ამის ნახვა.

სიტყვების ბრახა-ბრუხზე აქცენტის გაკეთება ხდება, როდესაც ხდება საერთაშორისო აუდიტის მეშვეობით განცხადებების კეთება. მარტივად დგას საკითხი, იმ თვალსაზრისით რომ არსებობს პროექტი, არსებობს სამშენებლო პროცესი. ამას რეალურად ზედამხედველობს სახელმწიფო, მაგრამ, როდესაც აქაც ამ სიტუაციაშიც თვითმიზნად გამოაცხადებ, რომ რაღაც ტიპისა და კატეგორიის აუდიტი ან რაღაცა შემსწავლელი ფორმატები შეიქმნას, ეს სიმართლე გითხრათ, უფრო მეტად მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი ინიციატივების ავტორებს უფრო მეტად აქვთ არა ჭეშმარიტების გარკვევის სურვილი, არამედ რეალურად ნამდვილი ამბის დამახინჯებისა და ბურუსით მოცვის მეტი სურვილი. არსებობს დამტკიცებული პროექტი, რომლის შესაბამისადაც მიმდინარეობს მუშაობა, ყველას შეუძლია ამის ნახვა და  თუ არსებობს რაიმე დარღვევა ამის გამომზეურებაც". - ამბობს სარჯველაძე.

მსგავსი სიახლეები