მწერალთა სახლი დეპუტატს ჩააბარეს - ქეთევან დუმბაძის პირველი კომენტარი
წულუკიანის საკადრო წმენდა მწერალთა სახლში - ახლადდანიშნული დირექტორი "პირველებთან" მწერალთა სახლში მის მივლინებას ეხმაურება.
დეპუტატი ქეთევან დუმბაძისთვის მწერლების მხრიდან მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა მიუღებელია და ამბობს, რომ მას პირადი პოლიტიკური შეხედულებები მწერლებისთვის თავს არასდროს მოუხვევია.
დუმბაძე ნატაშა ლომოურის ჩანაცვლებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მწერალთა სახლის ყოფილ ხელმძღვანელთან მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
ვთანამშრომლებ მწერლებთან და ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ საუბარი არც მქონია მათთან პოლიტიკაზე. ასე, რომ ეს პრობლემა არ არსებობს, გამოგონილი ამბავია. არსებობს დებულება და მე პირდაპირ უფლება მექნება, რომ მივიღო გადაწყვეტილებები. მაგრამ, არის მეორე ფაქტორი, რომ როდესაც შენ ხარ სსიპ-ი და ხარ სამინისტროს ორგანიზაცია, ბევრი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეთანხმებით მიიღება.
ნატა ლომოურმა ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა მწერალთა სახლში და არაჩვეულებრივი სივრცეები შექმნა. აქ ლაპარაკი არ არის ნატაშაზე, მე ნატაშასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ყოველთვის ვთანამშრომლობდით, როდესაც კულტურის სამინისტროში ვიყავი, ისედაც, უბრალოდ, ნატაშას ვადის გასვლასთან დაკავშირებით მოხდა ეს რაღაც, მე ნატაშას საწინააღმდეგო როგორ შეიძლება რამე მქონდეს, გამორიცხულია," - ამბობს დუმბაძე.
ქეთევან დუმბაძის თქმით, პირველი, რასაც პირველივე დღეებში გააკეთებს, ეს მწერლებთან კომუნიკაცია იქნება.
სამოქმედო გეგმასაც გავაკეთებ, კონცეფციასაც გავაკეთებ და საზოგადოებასაც გავაცნობ ამას და ყველა პრობლემასაც გავეცნობი და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მწერლებს დაველაპარაკები, ჩემთვის პრობლემა არ არის მათთან საუბარი, მათ იციან, მე როგორ მიყვარს თითოეული მათგანი,“ - ამბობს ქეთევან დუმბაძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.