საჭიროების შემთხვევაში სპეცრაზმს შეუძლია, გაზი და ჭავლიც გამოიყენოს - გომელაური რიონის მცველებს აფრთხილებს

31.05.21 13:39
საჭიროების შემთხვევაში სპეცრაზმს შეუძლია, გაზი და ჭავლიც გამოიყენოს - გომელაური რიონის მცველებს აფრთხილებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, არ გამორიცხავს, რომ ნამაჰვანჰესის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმის აღჭურვილობა გამოიყენონ. 

უკვე რამდენიმე თვეა, ადგილზე დგანან პოლიციელები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. გუშინ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რაც ძალიან ცუდია და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. რკინის ჯებირები დაგვჭირდება, თუ დაბალი ჯებირი, იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება. 

იცით, რომ ტექნიკა დაუწვეს ერთხელ, მოხდა შეხლა-შემოხლა, მუშებთან და „ენკას“ ფირმის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. რომ შევუშვათ, მოხდება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და შეიძლება, დაშავდნენ კიდეც მოქალქეები.

სპეცრაზმიც განმუხტავს სიტუაციას და ჯერჯერობით პოლიციელებიც მუხტავენ. სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს აღჭურვილობა, მათ შორის, იქნება ეს გაზი, წყლის ჭავლი თუ სხვა, თუ პოლიციაზე ძალადობა იქნება, მათ კანონიერი უფლება აქვთ, ყველაფერი გამოიყენონ“, - განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები