ქეთევან დუმბაძე პოლიტიკური ნიშნით დანიშნულია - ნატა ლომოური

10.08.23 16:49
ქეთევან დუმბაძე პოლიტიკური ნიშნით დანიშნულია - ნატა ლომოური

მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი თვლის, რომ მისი პარლამენტის დეპუტატ ქეთევან დუმბაძით ჩანაცვლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ნატა ლომოური თვლის, რომ კულტურის მინისტრმა პოლიტიკური ნიშნით დანიშნა დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორად. ლომოურს არ უკვირს მისთვის ვადის არგახანგრძლივება, რადგან მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა კულტურის სამინისტრო ჩაიბარა, მინისტრს მწერალთა სახლის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. 

Facebook პოსტით გავიგე, როგორც ჩანს, ეს არის პასუხი ჩემს მიმართვაზე, წერილზე, სადაც ვთხოვე ვადის გაგრძელება, მე მეტი არაფერი არ ვიცი. პროცედურაც საკმაოდ მარტივია, მინისტრი ნიშნავს ახალ დირექტორს. 
პოლიტიკური ნიშნით დანიშნულია (დუმბაძე), არ გამკვირვებია ასე, რომ მოხდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომუნიკაცია საერთოდ არ ყოფილა ჩემს და სამინისტროს შორის, იყო ყრუ კედელი, არანაირ დიალოგზე არ მოდიოდა სამინისტრო. 

მას ჩავაბარეთ ძალიან გამართული, კარგად ფუნქციონირებადი, ლამაზი, რესტავრირებული შენობა და მისი შინაარსი, ანუ თვითონ ინსტიტუცია, კარგი საერთაშორისო გამოცდილებით, საერთაშორისო რეპუტაციით, პროფესიონალთა გუნდით და იმედი მაქვს, რომ ეს თემები გაგრძელდება და კარგი ამბები გაგრძელდება,“ - ამბობს ნატა ლომოური.

მსგავსი სიახლეები