კრიტერიუმი, რითიც ქეთი დუმბაძე ამ თანამდებობაზე დაინიშნა, არის პარტიული ერთგულება - ეკა კიკნაძე

10.08.23 16:57
კრიტერიუმი, რითიც ქეთი დუმბაძე ამ თანამდებობაზე დაინიშნა, არის პარტიული ერთგულება - ეკა კიკნაძე

რა კრიტერიუმით შეარჩია თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დეპუტატი ქეთევან დუმბაძე? - წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლი ეკა კიკნაძე დარწმუნებულია, რომ შერჩევა მორჩილების ნიშნით მოხდა.

ეკა კიკნაძე დარწმუნებულია, რომ ქეთი დუმბაძე პარტიული ერთგულების ნიშნით შეარჩიეს. კიკნაძე იხსენებს ყველა იმ საკადრო წმენდას, რაზეც დეპუტატ დუმბაძეს რეაქცია არ ჰქონია. 

კრიტერიუმი, რითიც ის ამ თანამდებობაზე დაინიშნა, არის პარტიული ერთგულება, მეტი კრიტერიუმი არ არსებობს. უკანონო გათავისუფლება, მეცნიერების დევნა და ჩაშლა ყველა საერთაშორისო პროექტის და პარტნიორობის, ქალბატონ ქეთის პრობლემა არ ჰქონია. ამიტომ, ჩემი მოლოდინი ასეთია, ვინაიდან ის არის ერთგული წარმომადგენელი წულუკიანის გუნდისა, მისი კულტურაში მოსვლის პირველი დღიდან, ქეთი დუმბაძე მწერალთა სახლში გაატარებს იგივე პოლიტიკას, რაც წულუკიანმა უკვე გაატარა ყველა სხვა ინსტიტუციაში, რომელიც მან დაიპყრო,“ - ამბობს ეკა კიკნაძე.

მსგავსი სიახლეები