საფრთხე რიკოთზე - "ევრო-ოპტიმისტები" ინფრასტრუქტურის მინისტრს პარლამენტში იბარებენ

10.08.23 17:14
საფრთხე რიკოთზე - "ევრო-ოპტიმისტები" ინფრასტრუქტურის მინისტრს პარლამენტში იბარებენ

"ევრო-ოპტიმისტები" ინფრასტრუქტურის მინისტრს პარლამენტში იბარებენ. რომან გოცირიძეს კითხვები ირაკლი ქარსელაძესთან რიკოთის რეაბილიტაციის პროცესთან დაკაშირებით აქვს.

მინისტრს მოუწევს ახსნას, რატომ მიანდო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის მშენელობა "ქართულმა ოცნებამ" იმ ჩინურ კომპანიას, რომელსაც საეჭვო რეპუტაცია აქვს და შავ სიაშია. 

27 ივნისს ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მივწერეთ ინფრასტრუქტურის მინისტრს. უმძიმესი ვითარებაა რიკოთზე, პარალიზებულია ქვეყანა, აღმოსავლეთი და დასავლეთი არის ერთმანეთთან დაკავშირებული და თუ რა უბედურება შეიძლება დატრიალდეს ამ გზაზე არავინ არ იცის. პასუხიც კი არ გვაღირსა. კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა გავიდა და პასუხი არ მიგვიღია, ამიტომ ჩვენ "ევრო-ოპტიმისტები" ვიბარებთ ინფრასტრუქტურის მინისტრს, მოვიდეს კომიტეტის პირველივე სხდომაზე როგორც კი პარლამენტი სექტემბერში დაიწყებს მუშაობას".- ამბობს გოცირიძე.

დგას თუ არა შოვის შემდეგ სტიქიური კატასტროფის წინაშე რიკოთი? მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო და პრობლემური გეოლოგიური დასკვნების გამო ვერ მთავრდება, სპეციალისტების განცხადებით, საფრთხის წინაშეა.

რიკოთის რებილიტაცია ისე მიმდინარეობს, რომ ზუსტი გეოლოგიური დასკვნები არ არსებობს. დადასტურებულია ისიც,  რომ უღელტეხილზე მეწყრული პროცესების საშიშროებაა. ეს საფრთხე აღიარა ხელსუფლებამაც, ამიტომ რამდენიმე თვეა უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობაც კი ნაწილობრივ შეზღუდულია.

 

მსგავსი სიახლეები