აი, ეს არის რატომაც ვერასდროს ასცდებიან ეს პარტიები 2-3-5%-ს - პაპუაშვილი "ლელოს" პასუხობს

10.08.23 17:21
აი, ეს არის რატომაც ვერასდროს ასცდებიან ეს პარტიები 2-3-5%-ს - პაპუაშვილი "ლელოს" პასუხობს

აი, ეს არის რატომაც ვერასდროს ასცდებიან ეს პარტიები 2-3-5%-ს - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რიკოთთან დაკავშირებით „ლელოს“ წევრების განცხადებას.

მისივე თქმით, პარტია „ლელოს“ პარლამენტში ჰყავს წარმომადგენლობა, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი პასუხები მიიღონ.

„აი, ეს არის რატომაც ეს პარტიები ვერასდროს ასცდებიან 2-3-5%-ს - სწორედ ამიტომ, რომ ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ და მათ შორის, ტონს, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი მიდგომები არის არასერიოზული.

რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს და იქ გზის მშენებლობას, რაიმე საკითხი თუ აქვთ, მათ პარლამენტში ჰყავთ წარმომადგენლობა, უნდათ სადეპუტატო შეკითხვით, უნდა ინტერპელაციით შეუძლიათ ნებისმიერი საკითხი მოიკითხონ და ყველაფერზე ამომწურავი პასუხი მიიღონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ლელო" რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის სასწრაფოდ ჩარებას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები