ავტომატურად უნდა დავხუროთ რეისები, უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე - გიორგი კოდუა BELAVIA -ზე
"ეარ ჯორჯიას" დირექტორი გიორგი კოდუა "პირველებთან" ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება სანქცირებულ BELAVIA-ს ჩვენს ქვეყანაში ოპერირებას არ აუკრძალავს, ისინი ამით მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებენ.
კოდუას თქმით, მაშინ როდესაც საერთაშორისო სანქციების ქვეშ ექცევა ავიაკომპანია, მას დასავლური ნაწილების, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ან შემოწმების გავლის საშუალება არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ევროკავშირის ქვეყნებმა კი BELAVIA დიდი ხანია სანქციების ქვეშ მოაქცია.
ჩვენ არ ვიცით, თუ რა რესურსები აქვთ ამ თვითმფრინავებს. თუ ჩვენ უსაფრთხოებაზე ვიფიქრებთ და ვიზრუნებთ, კარგი იქნება, (დავხუროთ რეისები) სანამ რამე ინციდენტი არ მომხდარა, ყოველთვის, პრევენციის მიზნით ჩვენი ცა უფრო დაცული იყოს. ავტომატურად უნდა დავხუროთ რეისები და არ მივცეთ უფლება ფრენების განხორციელების საქართველოში, უსაფრთხოების მიზეზიდან გამომდინარე. ვიცით რა რომ " ბელავია" ოპერირებს ძველი ბოინგებით ბელავია.
ბელორუსულ კომპანიას შეზღუდვები შტატებმა დაუწესა. ხუთ სანქცირებულ კომპანიას შორის მოხვდა ის თვითმფრინავიც, რომლითაც ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო და მისი ოჯახის წევრები დაფრინავენ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.