ავსტრიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც საზღვარზე 20-მდე მიგრანტი გადაჰყავდა

10.08.23 17:46
ავსტრიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც საზღვარზე 20-მდე მიგრანტი გადაჰყავდა

ავსტრიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ავსტრია-უნგრეთის საზღვარზე 20-მდე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

საქართველოს მოქალაქე ფურგონს მართავდა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციამ ის გააჩერა და მძღოლი გაიქცა. ცნობილი გახდა, რომ მძღოლი ეროვნებით ქართველი იყო, ხოლო ფურგონში ოცზე მეტი ადამიანი იჯდა, მათ შორის ქალები და ბავშვები.

საქართველოს მოქალაქე რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ჭაობში დამალული იპოვეს.

მსგავსი სიახლეები