"ბელავია" ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს - შეუერთდება თუ არა ამერიკულ სანქციებს ოფიციალური თბილისი

10.08.23 20:20
 "ბელავია" ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს - შეუერთდება თუ არა ამერიკულ სანქციებს ოფიციალური თბილისი

შეუერთდება თუ არა საქართველო ამერიკულ სანქციებს და აკრძალავს თუ არა შავ სიაში შეყვანილი ბელარუსული ავიაკომპანიის ფრენებს? უკვე რამდენიმე საათია, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ფინანსური  დეპარტამენტის სანქციების ჯგუფმა კომპანია ბელავიას შეზღუდვები დაუწესა, თუმცა ოფიციალური თბილისი დუმს. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში თქვეს, რომ ჯერ უნდა შეისწავლონ სანქციები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება რეაგირება. არადა, „შავ სიაში“ შეყვანილი „ბელავია“ საქართველოს დედაქალაქში რეგულარულ რეისებს ასრულებს. 

შტატებმა სანქციები აამოქმედა იმ თვითმფრინავზეც, რითაც ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო და მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ.

მსგავსი სიახლეები