სპეცტანსაცმლის გარეშე დარჩენილი მაშველები
სტიქიის ზონაში ეკიპირების გარეშე დარჩენილი მეხანძრე მაშველები. ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, სახელმწიფომ ყველაზე მძიმე პირობებში პრაქტიკულად შიშველი ხელებით დატოვა. ირკვევა, რომ სპეციალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაზიანებულია და მარაგებიც იწურება. ყველაფრის შესყიდვას კი შს სამინისტროში ახლა იწყებენ.
შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება 7 აგვისტოთი თარიღდება, ანუ მაშინ, როცა შოვში სამძებრო სამაშველო ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობდა, სპეციალური ეკიპირების დეფიციტი გაჩნდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ზრუნვა ახალი ფორმების შეძენაზე.
რატომ ვერ ან არ გათვალეს მარაგების რაოდენობა წინასწარ, მაშინ როდესაც სტიქია საქართველოში ხშირად ხდება? - ამ ამბის გასაჯაროვებამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.