კომპანიები, რომლებიც შერჩეულია რიკოთზე, არცერთი კონტრაქტის გაფორმების დროს შავ სიაში არ იყო - გიორგი წერეთელი
"ყველა კომპანია, რომელიც შერჩეულია რიკოთის უღელტეხილზე არცერთი კონტრაქტის გაფორმების პერიოდში არ იყო შავ სიაში," - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.
წერეთელი ამტკიცებს, რომ არცერთი კომპანია, რომელთანაც სახელმწიფომ რიკოთის უღელტეხილის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კონტრაქტი გააფორმა სანქცირებულთა სიაში არ იყო.
გაიმარჯვა შესაბამისმა კომპანიებმა, რომლებმაც დააკმაყოფილა, როგორც ფასი, ასევე ის პირობები, რაც იყო შეთანხმებული საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ყველა კომპანია, რომელიც შერჩეულია რიკოთის უღელტეხილზე არცერთი კონტრაქტის გაფორმების პერიოდში არ იყო შავ სიაში,“ - ამბობს წერეთელი.
ოთხივე ჩინური კომპანია, რომელიც მუშაობს რიკოთის უღელტეხილზე, საეჭვო რეპუტაციის არის, სხვადასხვა ქვეყნებში კორუფციაშია გახვეული - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა განაცხადა. ხიდაშელის ამბობს, რომ ოთხივე კომპანიის შემთხვევაში მთავრობას წინასწარ , სანამ მათთვის კონტრაქტის მინიჭება მოხდებოდა, გადაუგზავნეს კომპანიების შესახებ სრული ანალიზი და კვლევები.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.