"ყინული უკვე მდნარ მდგომაროებაში იყო" - გოდოლაძემ სატელიტური ფოტოები "დღის ამბებში" გაასაჯაროვა
„წინასწარი დაკვირვებები, რომ ყოფილიყო, სატელიტური სურათების მუდმივი ანალიზი რომ ყოფილიყო, იქ დააკვირდებოდით, რომ მიმდინარეობდა მყინვარის გაწყლოვანება,“ - ეს განცხადება სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ გააკეთა.
გოლოდაძემ „დღის ამბებში“ სატელიტური ფოტოები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს გაწყლოვანებული მყინვარი. მან ინგა გრიგოლიას ეთერში 27 ივლისის, 31 ივლისის, 3 აგვისტოს, 4 აგვისტოს და 5 აგვისტოს სატელიტური ფოტოები წარადგინა.
შეგუბებას რომ ვამბობთ, გუბურაზე კი არ გვაქვს საუბარი, შეგუბებაა ზუსტად, როდესაც ვითარდება პერიგლაციალური და ინტრაგლაციალური ტბები ანუ გლობალური დათბობის შედეგად, მყინვარის გალღობის შედეგად.
ყინულქვეშა ტბებს და გაწყლოვანებას ვერ დაინახავთ, როცა მხოლოდ სურათს გაჩვენებენ, ვერ დაინახავთ, სჭირდება ამას სპეციალური სურათი. წყლის ინდექსის კომპონენტის დათვლის საშუალება უნდა გქონდეთ სატელიტური სურათებისგან. აქ გვქონდა უკვე ლღობის პირობებში მყოფი ყინულოვანი მასა, რომელიც გამზადებული იყო წამოსასვლელად, გაწყლოვანების ინდექსი ჰქონდა დიდი.
5 რიცხვში აღარ არის თეთრი, ხომ ვამბობთ, ერტი მხრივ, რომ თუ გაყინულ მდგომარეობაში იყო, რა დაძრავდა იმას მთელი მყინვარი წამოვიდა ქვემოთ. ბუზი ვერ დაძრავდა სპილოს. მტკიცებულება, სპილოსთან კი არ გვქონდა საქმე, არამედ გაწყლოვანებულ ყინულთან გვქონდა საქმე, რომლის დაძვრაც არაფერია.
ეს მწვანე ბენდი, სადაც ფაქტობრივად ჩანს, რომ მთლიანად ეს არის გაწყლოვანებული, წამოვიდა გაწყლოვანებული ყინული.
აქაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ და ვამტკიცოთ, რომ ეს ყინული უკვე მდნარ მდგომაროებაში იყო და ამის მონიტორინგის საშუალება წლების განმავლობაში გვქონდა, ეს პროცფესი არც დღეს, არც გუშინ, არც გუშინწინ არ მომხდარა, წლების განმავლობაში ეს ყინული დნებოდა,“ - ამბობს გოდოლაძე.
გოდოლაძის თქმით, შოვში ტრაგედია მყინვარული დნობის შედეგია.
მთავარი, რაც ამ პროცესში იყო, ეს იყო გენეზისი შოვის ტრაგედიისა, თავიდანვე ვთქვით, რომ ეს იყო გლაციალური ღვარცოფი, ეჭვი მივიტანეთ მყინვარულ მდინარეზე. ჩვენ გვაქვს მყინვარის დნობასთან საქმე.
მარტო ამ ზაფხულში რომ გამდნარიყო, ეს ასე არ მოხდებოდა, ეს დნობის პროცესი წლების განმავლობაში მიდიოდა. იქ, რომ 62 ჰა რომ დახატეს, იცით რა არის იმ მყინვარის სიღრმე, მოცულობით უნდა აიღოთ.
ნახევარი მილიონი კუბი გამოფიტული გრანიტისა და ქვათა ცვენისა, ვერაფრით გამოიწვევდა ამ პროცესს, თუ არ გვექნებოდა დამდნარი ყინული.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.