აუცილებლად აქ მეწყრული პროცესები განვითარდება - გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილზე მოსალოდნელ საფრთხეებზე

10.08.23 21:27
აუცილებლად აქ მეწყრული პროცესები განვითარდება - გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილზე მოსალოდნელ საფრთხეებზე

„აუცილებლად აქ მეწყრული პროცესები განვითარდება“, - ეს განცხადება სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ რიკოთის უღელტეხილზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით „დღის ამბებთან“ გააკეთა. 

გოდოლაძე არ ენდობა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი წერეთლის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ რიკოთის უღელტეხილზე საფრთხე არ არსებობს.


გიორგი წერეთელი არ არის ამ დარგის სპეციალისტი, რასაც ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ჰქვია. გეოტექნიკურმა ინჟინრებმა აიღონ პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ ყველაფერი კარგად ხდება. როგორც ახლა თანდილაშვილი ლაპარაკობს იმას, რაც მისი სპეციალობა არ არის და გვიყვებოდა ისეთ სცენარს, რაც არ იცის. ეს უნდა იყოს სპეციალისტების განსახილველი, ეს არის ამ ქვეყანაში პრობლემა, რომ მეპურე პურს არ აცხობს. არ შეიძლება მეცნიერის უფროსი იყოს იურისტი, მე სიტყვის თავისუფლება უნდა მქონდეს, რომ სიმართლე გითხრათ ყოველგვარი შიშის გარეშე და ვიღაცას ეს არ ეწყინოს,“ - ამბობს გოდოლაძე.

მსგავსი სიახლეები