თუ რიკოთზე წლის ბოლომდე დასრულდება სამუშაოები, ნიშნავს, რომ ვიღაცამ ხელოვნურად დააჩქარა პროცესი - ხიდაშელი
„არცერთი კომპანია, ხაზგასმით ვამბობ, რომელიც საქართველოში დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობს არ არის სანდო,“ - ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში“ გააკეთა.
თინა ხიდაშელის თქმით, მისი ორგანიზაცია სახელმწიფო სტრუქტურებს აწვდის ინფორმაციას ამ დიდ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და რომლის სანდოობაც კითხვის ნიშნებს აჩენს.
ძალიან სერიოზული პრობლემა არის რიკოთი. ვმუშაობთ ყველა იმ კომპანიასთან მიმართებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში შემოიყვანა ქვეყანამ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. არცერთი კომპანია, ხაზგასმით ვამბობ, რომელიც საქართველოში დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობს არ არის სანდო, არ აქვს იმ ტიპის გამოცდილება, იმ ტიპის პროექტები განხორციელებული სხვა ქვეყნებში, რომელიც გაგიჩენდა განცდას, რომ აქ ყველაფერი წესრიგში იქნება.
როგორ ამბობენ, რომ წლის ბოლომდე დასრულდება, ალბათ გაგივლიათ, ამ დღეების განმავლობაში, უბრალოდ თეორიულად შეუძლებელია იქ რაიმე სამუშაოების დასრულებაზე ვილაპარაკიოთ და თუ რეალურად იქ მოხდება, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ ხელოვნურად დააჩქარა პროცესი, რომელიც შეუძლებელია მივიდეს ბუნებრივად ბოლოში," - ამბობს ხიდაშელი.
თინა ხიდაშელის თქმით, ჩინური კომპანია, რომელიც რიკოთზე მუშაობს და შავ სიაშია შეყვანილი, სანდო არ არის და მათ მიერ შესრულებული პროექტები - ხიდები თუ გზები, არამყარია და უსაფრთხო არ არის.
საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, სადაც მათ ეს ემართებათ. თვითონ ჩინეთშიც ჩამოეშალათ ხიდი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ახერხებს, რომ მაინცდამაინც, ასეთი კომპანიები იპოვოს და მათ დაავალონ ადამიანის სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის ყევლაზე უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. როცა ეჭვებს გამოთქვამ, რომ შეუძლებელია, ამის უკან არ იდგეს კორუფციული ინტერესები, მერე შეურაცხყოფის ნიაღვარი მოდის. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ვიღაც ამაში ფულს აკეთებს, თუ იმდენად სულელია, რომ ვერ ხვდება ამის შედეგებს და მერე ადამიანები უნდა დაზარალდნენ და მსგავსი კატასტროფები უნდა იყოს ქვეყანაში. სახეზე გვაქვს უტიფრობა უციდინრობასთან შერწყმული,“ - ამბობს ხიდაშელი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.