პირადად კი არ უნდა მოეკლა ივანიშვილს ის ხალხი, ვინც იქ დაიხოცა, არამედ მის პოლიტიკას მოჰყვა ტრაგედია - ნათელაშვილი შოვზე
„თავისი პირადი ვერტმფრენიც კი, რომელიც აღჭურვილია ღამის ხედვის რეჟიმით, ისიც კი არ გააგზავნა,“ - ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შოვში დატრიალებული ტრაგედიის შეფასებისას გააკეთა და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლება უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანას ღამის ხედვის რეჟიმით აღჭურვილი ვერტმფრენი არ აქვს, ბიძინა ივანიშვილს უნდა მიეცა სამაშველო ჯგუფისთვის მისი შვეულმფრენის გამოყენების შესაძლებლობა.
ჩემს თვალწინ, შოვში, მამაკაცის ხელი იპოვეს, დანარჩენი ნაწილი არ უპოვითა, არეულია ერთმანეთში ადამიანი და მიწა. ამგვარი არ მინახავს, არც წარმომედგინა, რომ ასე შეიძლება დაიგლიჯოს ადამიანი მეწყერში და ასე ნაწილ-ნაწილ გახდეს საპოვნელი. ამ ფონზე კიდევ მოიცალეს რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომ დაებრალებინათ ოპონენტებისტვის, ჟურნალისტებისთვის და ამბობენ გავერთიანდეთ, ვისთან გვაერთიანდეთ? - იმ რეჟიმთან, რომელსაც ქვეყანა ოკუპანტზე აქვს გაყიდული? იმასაც კი არ აკეთებს, რომ ადამიანები, ვინც აქ დარჩნენ უსაფრთხოდ იყვნენ.
ვერ გაიმეტეს, ფული, რომ დაემონტაჟებინათ მონიტორინგის აპარატურა, ამათ მონიტორინგი დაწესებული აქვთ თავიანთ მოგებაზე. პირადად კი არ უნდა მოეკლა ბიძინა ივანიშვილს ის ხალხი, ვინც იქ დაიხოცა, არამედ თავისი პოლიტიკით, იმით, რომ სახელმწიფო იყიდა, მოშალა უსაფრთხოების სისტემა და მთელი ქვეყანა ბიზნესინტერესების მომსახურე კანტორად გადააქცია, ამ სიტუაციას მოჰყვა მსხვერპლი შოვში, ვერის ხეობაში, აღნიშნული გახდა დევდორაკის ტრაგედიის მიზეზი,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.