ქუთაისში შვილი გარდაცვლილ დედას ოთხი დღის განმავლობაში მალავდა
შემზარავი ამბავი ქუთაისიდან - ამ დროისვის არსებული ინფორაციით, ხარებავას ქუჩაზე ქალი, რომელიც, 4 დღე გაუჩინარებული იყო, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს მისი შვილი მალავდა, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობდა.
ირკვევა, რომ მომხდარის შესახებ ცნობილი მას შემდგომ გახდა, რაც გაუჩინარებულ დედას მეორე შვილმა მოაკითხა, თუმცა ბინაში მისულს კარი არავინ გაუღო.
ადგილზე გამოძახებულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს კი ბინაში შემზარავი სურათი დახვდათ - გარცაცვლილი ე.წ. საკუჭნაოში იყო.
მეზობლების თქმით, გარდაცვლილის შვილი მათ ეუბნებოდა, რომ დედა სოფელში წავიდა.
ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვს. რაც შეეხება ცხედარს, ის იმდენად დაზიანებულია (სავარაუდოდ გახრწნილია) რომ სპეციალიტები სპეციალური ეკიპირებითა და ნიღბებით მუშაობდნენ.
რა გახდა ახალაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
ინფორმაცია თავდაპირველად cnew.ge-მ გაავრცელა
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.