ივანიშვილმა „ლაგუნა ვერე“ გაყიდა - ვინ არის ახალი მფლობელი?
ბიძინა ივანიშვილმა „ლაგუნა ვერე“ გაყიდა. არადა ჯერ „ქართუ ფონდი", შემდეგ კი კალაძე ამტკიცებდა, რომ ისტორიული აუზი მუნიციპალიტეტს გადაეცემოდა, ძველ იერსახეს კი მერია დაუბრუნებდა.
კალაძის ეს დაპირება საბოლოოდ სიცრუე აღმოჩნდა. "ლაგუნა ვერეს" ოფიციალური მფლობელი ახლა რამდენიმე თვის წინ დაფუძნებული კომპანია შპს ,,ნეო სითი დეველოპმენტია”.
ინფორმაცია ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ გაავრცელა. პოლიტიკოსის თქმით, ივანშვილს არ აინტერესებს არანაირი ქველმოქმედება და მისი მიზანი დიდი რაოდენობით ფული შოვნაა "ქართუ ფონდის" მეშვეობით.
ერთის მხრივ ცალსახაა, რომ ოლიგარქს არ აინტერესებს არანაირი ქველმოქმედება ამ ქვეყანაში, აინტერესებს მხოლოდ, რომ "ქართუ ფონდის" მეშვეობით დიდი რაოდენობით ფული იშოვოს და მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, მის ახირებებს დამორჩილებულ, აბსოლუტურად უპრინციპო თბილისის მერს, რომელიც იანვარში თილისელებს ამადლიდა, რომ "ლაგუნა ვერე" მათი საკუთრება გახდებოდა, ხოლო ივნისში გაუკეთებია კომენტარი, რომ ეს არის ყველაზე დაბინძურებული ტერიტორია და აუზის აღდგენა რამდენად მიზანშეზონილია, საზოგადოებასთან ერთად უნდა იმსჯელოს. ანუ, როგორც კი ოლიგარქმა გადაიფიქრა ჩუქება, მან იმ წუთასვე შეცვალა საუბარი". - ამბობს აბესაძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.