ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა - ბურჭულაძე
ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ შინდისის გმირები. 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის. ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს - უსამართლობა. 5 ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი - ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასეა ისტორიის განმავლობაში. ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ და მათზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.