ამ წუთებში, მაშველებმა სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამ წუთებში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
სოფელ ნაკიეთში, მაშველება ცხედარი რივნისპირიდან ამოიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივები ადასტურებენ.
დაახლოებით 12-ის 20 წუთი იყო, ონში ჩავდიოდით სოფელი ნაკიეთიდან და აი ამ მონაკვეთში დავინახეთ მაშველები როგორ ამოჰყავდათ მიცვალებულიდ ა ზუსტად ეგ მომენტი მაქვს გადაღებული" - ამბობს თვითმხილველი.
ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 11 პირი.
სამაშველო ოპერაცია შოვში გრძელდება. მაშველებთან ერთად ძებნის ოპერაციაში ნავებიც ჩართეს, დაკარგულებს ეძებენ მდინარე რიონშიც და მიწის მასის ქვეშაც. თუმცა მეორე დღეა ტრაგედიის ეპიცენტრში ვერავის მიაგნეს.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.