"ოცნებას" არ აწყობს შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან იციან, რომ დამნაშავეები თვითონ არიან - დათუნაშვილი
"ქართულ ოცნებას" არ სურს, თუმცა ოპოზიცია პარლამენტში ხმების მობილიზებას იწყებს. პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომიისის შექმნას გეგმავენ.
კომისიის შექმნის შანსი ოპოზიციას იმ შეთხვევაში ექნება თუ 50 დეპუტატის თანხმობას მოპოვებენ. უკვე ცნობილია, რომ ამ იდეას მხარს ოპოზიციის დიდი ნაწილი უჭერს, თუმცა კომისიის შექმნის მომხრე არ არის გახარიას პარტია.
"ლელოში" ამბობენ, რომ "ოცნებას" არ აწყობს კომისიის შექმნა, რადგან ზუსტად იციან, რომ თავად არიან დამნაშავეები.
ხომ ზუსტად იციან, რომ დამნაშავეები თვითონ არიან, ხომ ზუსტად იციან, რომ აქ გამოიკვეთება, როგორც თანამდებობრივი გულგრილობა, ისე გამოიკვეთება კორუფციის ფაქტები. ეს ყველაფერი კარგად იციან, შესაბამისად არ აწყობთ ეს კომისია და ოროსანი პაპუაშვილი ცდილობს სხვას დაუძახოს ოროსანი, სინამდვილეში არაფერი ესმის ამ საკითხში. პაპუაშვილისგან საზოგადოება არც რიკოთის და არც შოვის საკითხზე არ ელის რაიმე ფასეულს, რადგან პაპუაშვილი არის კაცი, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და პუტინის რეჟიმის წინაშე". - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.