კომპანიის ოფისში, რომელსაც ივანიშვილმა "ლაგუნა ვერე" მიჰყიდა, "პირველებს" სასტუმრო დახვდა

11.08.23 13:09
კომპანიის ოფისში, რომელსაც ივანიშვილმა "ლაგუნა ვერე" მიჰყიდა, "პირველებს" სასტუმრო დახვდა

რა პირობით და ვალდებულებით მიყიდა ბიძინა ივანიშვილმა „ლაგუნა ვერე“ კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტს“ - ხელშეკრულების დეტალები არ საჯაროვდება.

კომპანიის ოფისის ოფიციალურ მისამართზე კი, რომლის მფლობელობაშიც ახლა ისტორიული ტერიტორიაა,„პირველების“ გადამღებ ჯგუფს სასტუმრო დახვდა.

საერთოდ შეხება არ აქვს მარიკა ვერულაშვილს ჩვენს სასტუმროსთან, საერთო ვაფშე არ გვაქვს და აქ რატომ მოხვედით და რატომ კითხულობთ,“ - ამბობს სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი.

 

ეს სულ სხვა კომპანიაა, „ნეო სითი“ აქ არ არის, აქ არის სასტუმრო გალერი პალასი და აქეთ არის მეორე სასტუმრო. ნეო სითი არ გამიგია, მისამართი სწორია, მაგრამ ფირმა ასეთი აქ არ არის,“ - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ლაგუნაა ვერე“ ოლიგარქმა 10 აგვისტოს გაყიდა . კომპანიის მფლობელი კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილი, დირექტორი კი ტარიელ გაბუნიაა. თუმცა კითხვებს - რა ვალდებულებებით გაიყიდა ისტორიული ადგილი თბილისის ცენტრში და აპირებენ თუ არა იქ აუზის რეაბილიტაციას, არავინ პასუხობს.

მსგავსი სიახლეები