პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო - "ოცნება" საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება
რისი ეშინია "ქართულ ოცნებას" - მმართველი გუნდი შოვის ტრაგედიის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ემხრობა.
"ქართული ოცნების" წევრი, გივი მიქანაძე ოპოზიციას აკრიტიკებს და შეახსენებს, რომ პარლამენტი საგამოძიებო უწყება არ არის და მას მხოლოდ ზედამხედველობა ევალება.
არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ არის და პარლამენტი არ არის საგამოძიებო ორგანო, პარლამენტი არის საზედამხედველო ორგანო და ოპოზიციას მოვუწოდებ, ჩაიხედოს რეგლამენტში კარგად, რომ ძალიან ბევრი მექანიზმი აქვს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს.
არავინ არ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ ფაქტი არის ერთი, ამას ადასტურებენ პროფესიონალები, რომ ეს იყო სტიქიური უბედურება, რომლის პრევენციაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად თითოეული ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილიყო," - ამბობს გივი მიქანაძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.