არაეფექტიანი რეაგირება მოჰყვა, რასაც შეეწირა უამრავი ადამიანი, ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება - ფარულავა
ოპოზიცია რაჭის ტრაგედიაზე გამოძიებას ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თვლიან, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.
ლაშა ფარულავას თქმით, ხელისუფლებამ ტრაგედიის დღეებში გულგრილობა გამოავლინა, რაც დანაშაულია.
რაჭის ტრაგედია არის კონკრეტული დანაშაული, კონკრეტული გულგრილობა და დაუდევრობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მთავრობის მხრიდან, ამას სჭირდება გამოძიება, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოსაძიებელი არაფერია. ვინაიდან მათი დანაშაული იკვეთება იმაში, რომ არაეფექტიანი რეაგირება მოჰყვა რაჭის ტრაგედიას და ამას შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ცხადია, ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება,“ - ამბობს ლაშა ფარულავა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.