„რუსული ოცნება“ მსოფლიოს აღქმაში ქართველი ხალხის იმიჯს ანადგურებს! - კახა ოქრიაშვილი
შინდისის და საქართველოს ყველა დროის გმირები ვერ ისვენებენ საფლავებში, მონური, რუსეთის წინაშე გართხმული ხელისუფლების გამო - ამის შესახებ "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
ოქრიაშვილის თქმით, „რუსული ოცნება“ მსოფლიოს აღქმაში ქართველი ხალხის იმიჯს ანადგურებს.
შინდისის და საქართველოს ყველა დროის გმირები ვერ ისვენებენ საფლავებში, მონური, რუსეთის წინაშე გართხმული ხელისუფლების გამო. „რუსული ოცნება“ ანადგურებს ქართველების, როგორც ვაჟკაცი, ამაყი, მეომარი, თავისუფლებისმოყვარე, სამშობლოსთვის თავდადებული ხალხის იმიჯს.
ნაცვლად ამისა, მთელ მსოფლიოში ნერგავენ, რომ ქართველები მათნაირი მონები არიან. ეს არის დიდი დანაკარგი ჩვენი ამაყი ერისთვის და მომავალ თაობებს დიდი დრო დასჭირდებათ, რომ მსოფლიოს აღქმაში ეს შელახული იმიჯი დავიბრუნოთ".- აცხადებს ოქრიაშვილი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.