გამოძიებას კი არა, უბრალოდ კითხვების დასმასაც კი გაურბის ქართული ოცნება - სერგო ჩიხლაძე

11.08.23 13:40
გამოძიებას კი არა, უბრალოდ კითხვების დასმასაც კი გაურბის ქართული ოცნება - სერგო ჩიხლაძე

"გამოძიებას კი არა, უბრალოდ კითხვების დასმასაც კი გაურბის ქართული ოცნება", - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის უარს.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიციამ საპარლამენტო ბერკეტი უნდა გამოიყენოს და გამოიძიოს, რა მოხდა შოვში. 

გამოძიებას კი არა, უბრალოდ კითხვების დასმასაც კი გაურბის ქართული ოცნება, შესაბამისად, არანაირი ილუზია ამ კუთხით არ გვაქვს. თუიმცა, ეს არის ბერკეტი და ყვალანაირი ბერკეტის გამოყენება უნდა ვცადოთ. კითხვები ძალიან ბევრია, პასუხები არ არის ხელისუფლების მხრიდან, ამის გარკვევაც კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუმცა, ყველა ამ კითხვის პასუხი ვიცით, რაც არის, ეს არის "ქართული ოცნების" არაკომპეტენტურობა, გულგრილობა, კორუფცია და უბრალოდ ის, რომ მათ არ უყვართ ადამიანები, ერთადერთი, რაც მათ უყავართ, არის ფული, ფული და ბევრი ფული,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

მსგავსი სიახლეები