ივანიშვილის უმთავრესი ინტერესი მეტი ფულის მოსახვეჭაა - ბუაძე "ლაგუნა ვერეს" და აბრეშუმის ფაბრიკის გაყიდვაზე
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ბიძნა ივანიშვილმა "ლაგუნა ვერე" და აბრეშუმის ფაბრიკა მეტი ფულის მოსახვეჭად გაყიდა.
ბუაძის თქმით, 50 სართულიანი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ორი ახალი ცათამბჯენის მშენებლობა კალაძის და ივანიშვილის ხელით თბილისის ურბანული გენოციდის გაგრძელებაა.
აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობა აქტიურ ფაზაში შედის.
ლაგუნა ვერეს და აბრეშუმის ფაბრიკის გაყიდვა არის იმის მორიგი დადასტურებაა, რომ ივანიშვილის უმთავრესი ინტერესი არის ძალაუფლების გამოყენება მეტი ფულის მოსახვეჭად.
თბილისელებს არ სჭირდებათ ქალაქში 50 სართულიანი ორი ახალი ცათამბჯენი. ეს პროექტი იქნება კალაძის და ივანიშვილის ხელით თბილისის ურბანული გენოციდის გაგრძელება.
1. ამ ადგილზე კატეგორიულად დაუშვებელია ასეთი მასშტაბის მშენებლობა;
2. მთლიანი ტერიტორია გაიყიდა, მათ შორის ლაგუნა ვერეც, რომლის მიწის ფართობს დიდი ალბათობით კომპანია კოეფიციენტისთვის გამოიყენებს (ანუ მშენებლობის მოცულობის გასაზრდელად) და ისე გადასცემს ქალაქს.
3. 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიამ გვაჩვენა რომ კონკრეტულად ეს ტერიტორია ყველაზე მეტად არის პრობლემური უძლიერესი წყალმოვარდნების დროს, რის გამოც რეკომენდირებულია აქ წარსულში არსებული ბუნებრივი ხევის აღდგენა;
4. სატრანსპორტო თვალსაზრისით „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია არის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კვანძი, სადაც მასშტაბური მშენებლობა ძალიან ძვირი დაგვიჯდება თითოეულ ჩვენგანს;
5. 50 სართულიანი ორი ცათამბჯენი უდიდესი დარტყმა იქნება თბილისის ისტორიული ლანდშაფტისთვის, რომელმაც უდიდესი ზიანი მიიღო წინა და მოქმედი ხელისუფლების პირობებში;
6. ცალკე საკითხია რა თანხა გადაიხადა პარლამენტის ყოფილმა წევრმა მარიკა ვერულაშვილმა (ნაციონალური მოძრაობიდან) ამ ტერიტორიის შეძენაში და რამდენად ლეგალურია ამ ფინანსების წარმომავლობა. მის მიერ 2015 წელს შევსებული დეკლარაციას თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ სრულიად ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოახერხა ხანმოკლე პერიოდში მრავალმილიონიანი ქონების დაგროვება". - აცხადებს ბუაძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.