სპეკულირებენ, რომ პროცესები დააზიანონ - მიქანაძე "ლელოს" მოთხოვნაზე
ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით „ლელო“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები სპეკულირებენ იმისთვის, რომ რაღაც თემა შექმნან და ხელოვნურად აწიონ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე რიკოთის საერთაშორისო აუდიტთან დაკავშირებით „ლელოს“ მოთხოვნას.
როგორც მიქანაძე აცხადებს, ოპოზიციის ხედვები პირდაპირ მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ის პროცესები დააზიანოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„წინასწარ შეფასებითი სამუშაოები ტარდება და გადაწყვეტილებების მიღება ანალიზის საფუძველზე ხდება. რა თქმა უნდა, კონსტრუქცია აგების შემდეგ საექსპერტო შემოწმებას გადის და დასკვნები იდება. ოპოზიციის ხედვები პირდაპირ მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ის პროცესები დააზიანოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ პროექტების მიმართ დიდი მხარდაჭერა აქვს მსოფლიო ბანკს, „იბიარდს“ და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს. არც ერთი მათგანი ინვესტირებას ისეთ პროექტებში არ განახორციელებს, რომელზეც უსაფრთხოების საკითხებზე კითხვები არსებობს. საქართველოს რეალობაში დაცულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის უზრუნველყოფილია ექსპერტული დასკვნები. ამ ხელისუფლების პირობებში ასე იყო და ასე იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, როგორც პარტია „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.