მოვისმინეთ სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება - ინფრასტრუქტურის მინისტრი
"მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება, ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიის ასე ვთქვათ, პარალელების გავლება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, მიუღებელი," - ეს განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააკეთა.
მინისტრმა რიკოთის უღელტეხილის მშენებლობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ უსაფუძვლო ბრალდებები ისმის.
ქარსელაძის თქმით, რიკოთთან დაკავშირებით კითხვებს დღეს საღამოს 6 საათზე უპასუხებს.
გუშინ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება, ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიის ასე ვთქვათ, პარალელების გავლება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, მიუღებელი. გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ ამდენი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება მოვისმინეთ, თქვენც ამდენი კითხვა გაქვთ, ამიტომ მე მგონია, რომ სხვა ფორმატი აჯობებს, რომ შევარჩიოთ ამ საკითხის განსახილველად, ფორმატი, რომელშიც თქვენ და საზოგადოებას აუცილებლად მიეწოდება ინფორმაცია, ვინაიდან ყველაზე მიუღებელი ამაში რაც არის, მდგომარეობს იმაში, რომ ხდება ჩვენი მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, შეშინება, ისეთი სიცრუის მოყვანა, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს, ყველა, თქვენც აქ ხართ, ჩვენც აქ ვართ, ყველა ერთად ვართ, ერთად განვიცდით რაც აქ ხდება, ამ ფონზე, ნამდვილად ასეთი ქმედება არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი", - ამბობს ქარსელაძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.