თუ ისე გაგრძელდა, როგორც ახლა აკეთებენ მაგ პორტალს, იქ იქნება გარდაუვალია უბედურება - ინჟინერი რიკოთის გვირაბზე

11.08.23 14:44
თუ ისე გაგრძელდა, როგორც ახლა აკეთებენ მაგ პორტალს, იქ იქნება გარდაუვალია უბედურება - ინჟინერი რიკოთის გვირაბზე

"თუ ისე გაგრძელდა, როგორც ახლა აკეთებენ მაგ პორტალს, იქ იქნება გარდაუვალია უბედურება", - ასე აფასებს საავტომობილო გზების, მიწისქვეშა ნაგებობების და გვირაბთმშენებლობის სპეციალისტი, ინჟინერი მერაბ დავითაია რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე მშენებლობას.

დავითაია ამბობს, რომ მშენებლობის პროცესს აკვირდება, გვირაბებს ათვალიერებს და ბოლო ორი კვირის დაკვირვების საფუძველზე ამბობს, რომ მშენებლობა თუ ასე წარიმართება, მაშინ "უბედურება გარდაუვალია"

 

 

ყველაზე მთავარი არის ის, რომ ძალიან დიდი ნაწილი არის გვირაბების რიკოთის გადასასვლელზე, ეს პორტალური ნაწილი ისეა ჩამჯდარი კლდეში, რომ უსაფრთხოება არ არის გარანტირებული, პორტალური ნაწილები ყველა გამოწეული უნდა იყოს, ეს დაუწერელი კანონია, აქ კიდევ მიტყუბებულია - კლდე ჩამოჭრილია და საშიშროებაა გრინტის და თოვლის ზვავის ჩამოსვლის. 

მე ეს გვირაბები დავლილი მაქვს და ნანახი მაქვს, ზოგან წინააღმდეგობას გვიწევენ, რომ არ ვნახოთ. ერთი პერიოდი იყო, რომ მშენებლობაში ვმონაწილეობდით ქართულ კომპანიასთან ერთად, ჩუმათელეთის მონაკვეთზე, იქ კონტრაქტორი შეიცვალა და ქართველებიც მოგვაშორეს, ზუსტად იმ ადგილას, რიკოთის გვირაბის არსებულ გვირაბთან, იმ მიდამოებში. თუ ისე გაგრძელდა, როგორც ახლა აკეთებენ მაგ პორტალს, იქ გარდაუვალია უბედურება, ისე მიდის სამუშაოები, მოგახსენებთ, ორი კვირის ამბავს," - ამბობს დავითაია.

დავითაია იმ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს, რაც პროექტში მშენებლებს არ აქვთ გათვალისწინებული. ინჟინერი ამბობს, რომ მაგალითად, არ არსებობს ევაკუაციისთვის საჭირო გზა.

რაც შეეხება ხარისხს, ძალიან დიდია ესტაკატები, რომელიც რკინის კოჭებითაა გაკეთებული, კოჭები ყველა შეუღებავია, ეს ჟანგიანი კონტრუქცია მოდის და ადგილზე ღებავენ, ლოთონის კონტრუქცია ასე არ იღებება, მას უნდა გრუნტი, ტემპერატურული რეჟიმი უნდა იყოს დაცული, შარშანდელი შეღებებილი კოჭუი დღეს დაჟანგებულია.

გვირაბში, ვინც გაივლის ნახავს, რომ ბევრია სეგრედირებული ბეტონი, რომელიც უხარისხოდ არის ჩაწყობილი გვირაბის მოსახვაში. გზა, რომ გადის გვირაბებში შესასვლელი, ესტაკადები, რამე რომ მოხდეს, ამ გვირაბს ყველას უნდა ჰქონდეს ჩამოსასვლელი გზა, რომ ევაკუაცია მოხდეს, არსად არაფერია გათვალისწინებული, გვირაბს და გვირაბს შორის უნდა იყოს ჩამოსასვლელი არსებული ესტაკადიდან, სადმე კატასტროფა რომ მოხდეს, ხალხი სამშვიდობოს უნდა იყოს გამოყვანილი, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია უსაფრთხოების,“ - ამბობს მერაბ დავითაია.

მსგავსი სიახლეები